|

16
იანვარს
თბილისში
გარდაიცვალა
მისი
სამეფო
უმაღლესობა
გიორგი
ირაკლის
ძე
ბაგრატიონი.
გიორგი
ბაგრატიონს
ხშირად
ესპანური
სახელით
“ხორხეთი”
მოიხსენიებდნენ.
გიორგი
ბაგრატიონი
სამეფო
გვარის
მუხრანელთა
შტოს
წარმომადგენელი
იყო.
მუხრანელთა
შტო
ბაგრატიონთა
უფროს
შტოს
წარმოადგენს,
თუმცა
ქართლ-კახეთის
ბოლო
მეფეები
ბაგრატიონთა
უმცროსი
კახეთის
შტოს
წარმომადგენლები
იყვნენ.
ქართლის
ტახტზე
მუხრანის
პირველი
შტოს
წარმომადგენელი
ვახტანგ
V იყო.
ვახტანგVI
რუსეთში
გადასახლებისა
და
კახეთის
ბაგრატიონების
მიერ
ქართლის
ტახტის
ხელში
ჩაგდების
შემდეგ,
გვარის
უფროსობას
ვახტანგ
V შთამომავლები
აგრძელებდნენ.
მეცხრამეტე
საუკუნის
მიწურულს
ამ
შტოს
უკანასკნელი
მამაკაცი
წარმომადგენლის
გარდაცვალების
შემდეგ
ბაგრატიონთა
გვარის
უფროსობა
მუხრანის
მეორე
შტოს
წარმომადგენელზე
ალექსანდრე
ირაკლის
ძე
ბაგრატიონ-მუხრანელზე
გადავიდა.
მან
1903 წელს
აგრეთვე
ტახტის
მემკვიდრის
ტიტულიც
მიიღო.
ალექსანდრე
ირაკლის
ძე
ცნობილი
ქართველი
მხედართმთავრის
იოანე
კონსტანტინეს
ძე
მუხრანბატონისა
და
ერეკლე
II ქალიშვილის
ქეთევანის
შვილთაშვილი
გახლდათ.
ბოლშევიკების
მიერ
1918 წელს
დახვრეტილი
ალექსანდრე
ირაკლის
ძის
ვაჟიშვილი
გიორგი
ალექსანდრეს
ძე
ევროპაში
გადაიხვეწა.
აღსანიშნავია,
რომ
მისი
მეუღლე,
პოლონელი
არისტოკრატის
ზლოტნიცკის
ქალიშვილი
ელენეც
დედის,
ერისთავის
ქალის
მხრიდან
ერეკლე
II შთამომავალი
იყო.
გიორგი
ალექსანდრეს
ძე
ტახტის
მემკვიდრის
ტიტულს
1918 წლიდან
გარდაცვალებამდე
1957 წლამდე
ატარებდა.
გიორგი
ალექსანდრეს
ძე
ქართული
ემიგრაციის
ერთ-ერთი
თვალსაჩინო
წარმომადგენელი
და
ტრადიციონალისტთა
მოძრაობის
სულისჩამდგმელი
იყო.
მისმა
ვაჟიშვილმა
ირაკლიმ
მეორე
ქორწინებით
იტალიელი
გრაფის
ქალიშვილზე
მარია
ანტუანეტა
პასკუინიზე
იქორწინა.
გიორგი
ირაკლის
ძე
დაიბადა
რომში
1944 წელს.
დედა
მის
მშობიარობას
გადაჰყვა.
1946
წელს
მესამე
ქორწინებით
ირაკლი
გიორგის
ძემ
ესპანეთის
სამეფო
სახლის
ინფანტაზე
მარია
მერსედეს
დე
ბავიერ
ი
ბურბონზე
იქორწინა.
ამ
ქორწინებისგან
მას
ეყოლა
კიდევ
ორი
შვილი,
ბაგრატი
და
მარიამი.
ირაკლი
გიორგის
ძის
და
ლეონიდა
ცოლად
გაჰყვა
რუსეთის
იმპერიის
ტახტის
მემკვიდრეს
ვლადიმირ
კირილეს
ძეს.
ამ
ფაქტმა
დააჩქარა
ის,
რომ
რუსეთის
ტახტმა
დე
იურე
აღიარა
მუხრანის
ბაგრატიონთა
უფლებები
საქართველოს
ტახტზე.
ამრიგად
მუხრანბატონთა
უფლება
არ
მხოლოდ
გვარში
უფროსობით
გახდა
განპირობეული,
არამედ
საერთაშორისო
ლეგიტიმიური
კანონმდებლობითაც.
ირაკლი
ბაგრატიონი
ყველა
საერთაშორისო
მონარქისტული
ორგანიზაციის
მიერ
იქნა
ცნობილი
საქართველოს
ტახტის
მემკვიდრედ.
1977
წელს
მამის
ირაკლის
გარდაცვალების
შემდეგ
საქართველოს
ტახტის
მემკვიდრედ
გიორგი
ირაკლის
ძე
გამოცხადდა.
მან
1968 წელს
იქორწინა
მარია
დე
ლას
მერსედეს
ზორნოზა
ი
პონსე
დე
ლეონზე.
ამ
ქორწინების
შედეგად
გიორგი
ირაკლის
ძეს
სამი
შვილი,
მარია
ანტუანეტი,
ირაკლი
და
დავითი
ეყოლა.
გიორგი
ბაგრატიონს
მეორე
ქორწინებიდან
ნურია
ლოპესთან
ეყოლა
კიდევ
ერთი
შვილი
გურამი.
გიორგი
ირაკლის
ძე
გასული
საუკუნის
ორმოცდაათიანი
წლებიდან
მოყოლებული
ავტომოტო
სპორტით
იყო
გატაცებული.
ფორმულა
ორის
ტიპის
ავტომობილით
იგი
ორჯერ
1979 და
81 წლებში
გახდა
ესპანეთის
ჩემპიონი.
გიორგი
ბაგრატიონი
პირველად
საქართველოს
1995 წელს
ეწვია,
მამის
ირაკლის
ნეშტის
საქართველოს
მიწისთვის
მისაბარებლად.
მისი
სამეფო
უმაღლესობა
გიორგი
ირაკლის
ძე
ბაგრატიონი
ხანგრძლივი
ავადმყოფობის
შემდეგ
16 იანვარს
63 წლის
ასაკში
გარდაიცვალა.
იგი
20 იანვარს
მცხეთის
სვეტიცხოვლის
საპატრიარქო
ტაძარში
მიაბარეს
მიწას.
საქართველოს
ტახტის
მემკვიდრის
ტიტული
მის
უფროს
ვაჟიშვილზე
ირაკლიზე
გადადის.
|