ბრწყინვალე აღდგომა უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა
იესო ქრისტესი: ძვ. 26 მარტი - ახ. 8 აპრილი.

ათთორმეტთაგან მოძრავნი :

  • დიდებით შესვლა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი იერუსალიმში - ბზობა. 19 მარტი (1 აპრილი).
  • ამაღლება. 4 (17) მაისი.
  • სულიწმიდის გარდამოსვლა. 14 (27) მაისი.

ათთორმეტთაგან უძრავნი :

  • განცხადება - ნათლისღება. 6 (19) იანვარი
  • მიგებება იესო ქრისტესი - მირქმა. 2 (15) თებერვალი
  • ხარება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა. 25 მარტი (7 აპრილი)
  • ფერიცვალება 6 (19) აგვისტო
  • მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა - მარიამობა 15 (28) აგვისტო
  • შობა ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა - ღმრთისმშობლობა 8 (21) სექტემბერი
  • ამაღლება პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა - ჯვართამაღლება 14 (27) სექტემბერი
  • ტაძრადმიყვანება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა 21 ნოემბერი (4 დეკემბერი)
  • შობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - შობა 25 დეკემბერი (7 იანვარი)

მარხვები :

  • დიდი მარხვა 6 (19) თებერვლიდან - 26 მარტამდე (8 აპრილამდე) მძიმე მარხვა
  • პეტრე-პავლობის მარხვა 22 მაისიდან (4 ივნისიდან) - 29 ივნისამდე (12 ივლისამდე)
  • მარიამობის მარხვა 1 (14) აგვისტოდან 15 (28) აგვისტომდე
  • შობის მარხვა 15 (28) ნოემბრიდან 25 დეკემბრამდე (7 იანვრამდე)

ერთდღიანი მარხვები :

  • ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს (მსგეფსის გარდა)
  • ნათლისღების წინა დღეს 5 (18) იანვარი. მძიმე მარხვა
  • იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე 29 აგვისტო (11 სექტემბერი) მძიმე მარხვა
  • ჯვართამაღლების დღეს 14 (27) სექტემბერი. მძიმე მარხვა

ხსნილი ოთხშაბათს და პარასკევს :

  • შობიდან ნათლისღებამდე 25 დეკემბრიდან (7 იანვრიდან) - 4 (17) იანვრის ჩათვლით
  • მეზვერისა და ფარისევლის კვირა 9 (22) იანვარიდან - 15 (28) იანვრის ჩათვლით
  • ყველიერის კვირა (რძის ნაწარმით და კვერცხით) 30 იანვარიდან (12 თებერვლიდან) - 5 (18) თებერვლის ჩათვლით
  • ბრწყინვალე შვიდეული 27 მარტიდან (9 აპრილიდან) - 2 (15) აპრილის ჩათვლით
  • სულთმოფენობის შემდგომი კვირა 15 (28) მაისიდან - 21 მაისის (3 ივნისის) ჩათვლით

მიცვალებულთა მოსახსენებელი დღეები :

  • ხორციელის შაბათი 28 იანვარი (10 თებერვალი)
  • დიდმარხვის მეორე შაბათი. 18 თებერვალი (3 მარტი)
  • დიდმარხვის მესამე შაბათი. 25 თებერვალი (10 მარტი)
  • დიდმარხვის მეოთხე შაბათი. 4 (17) მარტი
  • კვირაცხოვლობის - თომას კვირის სამშაბათი (აღდგომიდან მეორე შვიდეულის სამშაბათი) 4 (17) აპრილი
  • სულთმოფენობის წინა შაბათი 13 (26) მაისი
  • დიმიტრის შაბათი. 21 ოქტომბერი (3 ნოემბერი). აღინიშნება 26 ოქტომბრის (8 ნოემბრის) წინა შაბათი რომელ რიცხვშიც მოუწევს

 შენიშვნა: ფრჩხილებში მოცემული თვე და რიცხვი ახალი სტილის აღმნიშვნელი თარიღებია.