|
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის
ილია II-ის განცხადება
ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ ა.წ. 29 ივლისს ქ. თბილისში იგეგმება
მსვლელობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სექსუალურ უმცირესობათა
წარმომადგენლები.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით ვაცხადებ
შემდეგს:
საეკლესიო სწავლების მიხედვით, რომელიც დაფუძნებულია ბიბლიასა და საღმრთო
გადმოცემაზე, ერი, რომელსაც დასაშვებად მიაჩნდა გაუკუღმართებული
სექსუალური ცხოვრება, ღვთისგან მუდამ ისჯებოდა. იმ ქვეყანაში, სადაც
80%-ზე მეტი თავს მორწმუნედ მიიჩნევს, ამგვარი დემონსტრაცია შეურაცხყოფს
აბსოლუტური უმრავლესობის რელიგიურ გრძნობებს. ვიცით რა საზოგადოების ამ
მსვლელობისადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება, მივმართავთ
ხელისუფლებასა და მსვლელობის ორგანიზატორებს, რომ შესაძლოა ამგვარმა
ქმედებამ გამოიწვიოს ფიზიკური დაპირისპირება, რომელიც სავალალო
შედეგებამდე მიგვიყვანს.
ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ, რომ გაუკუღმართებული სექსუალური
ურთიერთობები არის მძიმე ცოდვა, რომელიც უნდა იყოს მონანიებული და მისი
პროპაგანდა და საჯარო დემონსტრირება მთელ ერს მძიმე განსაცდელად დააწვება.
ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და სულიერად განწმინდოს სრულიად საქართველო.
|
|