პოლონელ კათოლიკეთა მხოლოდ 20 %-მა შესძლო ათივე მცნების ჩამოთვლა.

 

მხოლოდ 18 % -მა შესძლო  ოთხივე მახარებლის სახელის გახსენება.
პოლონელი კათოლიკები სულ უფრო ნაკლებად იცნობენ ქრისტიანობას, მის ისტორიას და ტრადიციებს. ამ სენსაციურ დასკვნამდე მივიდნენ ფირმა SMG-KRC - ს სოციოლოგები, რომლებმაც გამოკვლევა ჩაატარეს ჟურნალ NEWSWEEK-ის პოლონური გამოცემის დაკვეთით. გამოკითხულ რესპოდენტთა 30 %-მა ათი მცნებიდან ვერცერთის დასახელება ვერ მოახერხა. მათი 43% ვინც როგორც ღრმად მორწმუნემ ისე წარმოუდგინა თავი სოციოლოგებს, დარწმუნებულია  რომ აღსარებაში ეხსნება ადამიანს ადამისა და ევას პირველქმნილი ცოდვა. “პოლონელები დღესაც დარწმუნებით აცხადებენ რომ კათოლიკები არიან, თუმც დროთა განმავლობაში მათი რწმენა აღარ ესადაგება იმას რასაც კათოლიკური ეკლესია ქადაგებს. უმეტეს შემთხვევაში  ეს რწმენა სინამდვილეში ამა თუ იმ საკითხზე სუფთა სუბიექტური წარმოდგენაა. “ ასკვნიან გამოკვლევის ორგანიზატორები.