ამერიკელთა 82 % თავს ქრისტაინად მიიჩნევს

 

ამერიკელთა 91% პროცენტი მორწმუნეა. 87%  რომელიმე რელიგიური კონფესიის მიმდევრად მიიჩნევს თავს. ამგვარი  შედეგები მიიღო ჟურნალმა Newsweek-მა ახლახანს ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვის შემდეგ. ამერიკელთა 82 % თავს. ქრისტაინად მიიჩნევს, 5 % იუდაიზმის ან ისლამის მიმდევარია. გამოკითხულთა 48 % უარყოფს დედამიწაზე ცხოვრების გაჩენის მეცნიერულ თეორიას. არანაირ კონკრეტულ რელიგიას თავს არ მიაკუთვნებს ამერიკელთა 10 %,  6 % აცხადებს რომ საერთოდ არ სჯერა ღმერთის, გამოკითხულთა მხოლოდ 3 %-მა  განაცხადა რომ ათეისტია. გამოკითხვაში მონაწილეობდა 1004 ამერიკელი.