დიდი ბრიტანეთი ანტირელიგიური სახელმწიფო ხდება

 

დიდი ბრიტანეთი ანტირელიგიური სახელმწიფო ხდება -  აცხადებს  ბირმინჰემის მთავარეპისკოპოსი ვინსენტ ნიკოლსი.იგი გაზეთ TIMES-ისადმი მიცემულ ინტერვიუში მთავრობას სდებს ბარალდ იმას რომ იგი ფაქტობრივად იგნორირებას უხდენს მორალურ ფასეულობებს რომლებიც საზოგადოების საფუძვლის ნაწილს უნდა შეადგენდეს. “დღეს საზოგადოების სეკულარიზაციის განსაზღვრული ფორმა ინერგება, რომელიც თავისი არსით ანტირელიგიურია და რომლის მიზანს რელიგიის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან სრულ განდევნას ისახავს მიზნად. ჩემის აზრით ეს ბეცი და მცდარი პოლიტიკაა, რომელსაც მხოლოდ პრებლემების შექმნა შეუძლია.” თქვა მან. მტავარეპისკოპოსმა ასგრეთვე აღნიშნა რომ სწორედ ქრისტიანულმა რელიგიამ მისცა დიდ ბრიტანეთს კანონიერების, მართლწესრიგისა და საზოგადოებაში ადამიანების მშვიდობიანი თანაარსებობის უზრუნველყოფის საფუძვლები.