|
ნიუ-იორკში
მკრეხელური გამოფენა დაიხურა. ქრისტიანთა ძალისხმევამ ნაყოფი გამოიღო
ნიუ-იორკში ქრისტიანთა საპროტესტო აქციების
შედეგად გალერეა LAB-ის კურატორები იძულებულნი გახდნენ გაეუქმებინათ
მკრეხელური გამოფენა.
დაგემილი იყო ექსპოზიციაში შოკოლადისაგან გაკეთებული ჯვარცმის
გამოფენა სახელწოდებით MY SWEET LORD ( ჩემი ტკბილი უფალი). გამოფენის
გახსნა 2 აპრილს, ვნების შვიდეულის დიდი ორშაბათისათვის უნდა დაემთხვიათ.
გამოფენის
ორგანიზატორები მწვავედ გააკრიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების კათოლიკურმა ლიგამ. ლიგის ხელმძღვანელმა ბილ
დონაჰიუმ განაცხადა რომ ეს ქრისტაინთა რელიგიური რწმენის შეურაწყოფის
უპრეცედენტო ფორმაა. საპორტესტო აქციამ ნაყოფი გამოიღო: გამოფენა გაუქმდა,
ხოლო
გალერეის სამხატვრო დირექტორი გადადგა.
|
|